Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

გახსენება

სურამის ქედის დაბლა პატარა სახლი არი. მიყვარდა, ახლაც მიყვარს მისი ეზო და კარი. თვალწინ მიდგია მარად იქ ჩემს ბავშვობის დილა, სადაც ოცნების ქარმა მრავალჯერ გამაცილა. ვნანობ, ის არე-მარე რატომ დავტოვე მარტო! დღეს გულის კითხვა ჩემი ვის როგორ განვუმარტო. მაშინ ოცნებას ჰქონდა ფრთები უცნობი სოფლის, ბედმა წყეულმა კერა დამატოვინა მშობლის. დღეს იმ მხარისკენ მრავალს მიმავალ მგზავრებს […]

more... »

So, August 22 2010 » Georgisch » No Comments

ფიქრები უცხოეთში

მგოსნური გრძნობა მორევით ვფრინავ მუდმივად ცაშია, ათასი ფიქრი ირევა ჩემს გრძნობა-გონებაშია. გულს ერთვის შავი ნაღველი როგორც მდინარე ზღვაშია, სახე ნაოჭით ივსება, თეთრი მერევა თმაშია. რამ გადმომაგდო, რას ვეძებ ამ უცხო ქვეყანაშია? ვინ ამიკრძალა სიცოცხლე საკუთარ მთა და ბარშია. სამშობლოს გულს მოჰხვევია შავი ძაძების არშია, თქვენ გეკითხებით დღე და ღამ, მითხარით, საქმე რაშია? რად ძუნწობს ქვეყნიერება, […]

more... »

Sa, Juli 10 2010 » Georgisch » No Comments

ბედის მწერალი

არ მოჩანს თავი, არ მოჩანს ბოლო, ეს დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს, მტერი ბევრი მყავს, როგორ ჩავქოლო? ვიცი, რომ ჩემზეც არავინ ზრუნავს. მომავლის საქმე ბევრი ვაკეთე, მქონდა ბუნაგი და სასთუმალი, ბოროტების გზა მოვსპე, ავკვეთე, ბოლოს უფსკრულში ვქენ ყურყუმალი. მიყვარდა დედა და გაჩენის დღე, მშობელი მიწა რძით მარჩენალი. მის მკერდზე დავრგე უკვდავების ხე, ძე ვარ დღეს მისი-ბედის […]

more... »

Sa, Juli 10 2010 » Georgisch » No Comments

ლტოლვილი

უბედური ვარ, უიღბლო, ქვეყნად ლტოლვილი, ძალით ცოდვილი, დაწიხლული და ჩაქოლილი, არა მაქვს ძილი, წამართვეს დედა, ცოლ-შვილი, სისხლით დაღვრილი, ცხოვრებისგან ვარ მთლად აღგვილი. სულ ნაღვლიანი, შავ ფიქრებით გარემოსილი, ბორკილგაყრილი, მიჯაჭვული და გათოკილი, ნერვებმოშლილი, მეუფის წინ მუხლებ მოხრილი, მონა მორჩილი, ტყავგამძვრალი, გადახორკილი. ბედზე გამწყრალი, გზა ნაკარგი, სადეთ წავიდე? ზურგით გავზიდე ტანჯვის ტვირთი, კიდიდან კიდე, ყველას ვერიდე, უფსკრულისკენ […]

more... »

Sa, Juli 10 2010 » Georgisch » No Comments

ჩემი მამული

პატარა და კოხტაა, თან ლამაზი და ნაზია, დედამიწაზე ცნობილი უძვირფასესი განძია. ტკბილია, როგორც სიცოცხლე, როგორც მყინვარი შაქარი, უკვდავებისა ნათელი გულზე აქვს გადანაფარი. გარშემო მთები არტყია, ციცაბო მაღალ-კლდოვანი, გულზე წალკოტი უგია, მარადჟამს ყვავილოვანი. იქ ბევრი მოყმე გმირია და ტურფა ლამაზმანები. ცხადად კაცთ დამატყვეველნი, სიზმარად დასაზმანები. ის არის ძველი სადგური გოლიათ ამირანისა, საპირფარეშო სავანე ზღაპრულ ლამაზი დალისა. […]

more... »

Sa, Juli 10 2010 » Georgisch » No Comments