Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

ბედის მწერალი

არ მოჩანს თავი, არ მოჩანს ბოლო,

ეს დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს,

მტერი ბევრი მყავს, როგორ ჩავქოლო?

ვიცი, რომ ჩემზეც არავინ ზრუნავს.

მომავლის საქმე ბევრი ვაკეთე,

მქონდა ბუნაგი და სასთუმალი,

ბოროტების გზა მოვსპე, ავკვეთე,

ბოლოს უფსკრულში ვქენ ყურყუმალი.

მიყვარდა დედა და გაჩენის დღე,

მშობელი მიწა რძით მარჩენალი.

მის მკერდზე დავრგე უკვდავების ხე,

ძე ვარ დღეს მისი-ბედის მწერალი.

ნაბიჯი წავრსდგი, სულ წინ ვიარე,

ვლეწე შმაგურად ბედის საზღვარი,

ვერ მოვილხინე, ვერც ვეზიარე,

მომავალი მაქვს შესაზიზღარი.

თუმცა არა ჩანს ბოლო, არც თავი,

წინ მივალ მაინც, მივეჩქარები.

სადაც ჩემს ბედის ბრწყინავს ვარსკვლავი,

სადაც სიცოცხლის დაჰქრის ქარები.

მივეჩქარები. მტერს კი აქ რჩება

ტყვია, სუდარა, სიკვდილი, კუბო,

ჩემი ოცნება თუ არ ახდება,

მიჯობს, ბრძოლაში მეც დავიღუპო.

Sa, Juli 10 2010 » Georgisch