Kimerioni

Übersetzer = Verwegene Kämpfer, die den Turm von Babel angreifen. Albert Camus

გახსენება

სურამის ქედის დაბლა
პატარა სახლი არი.
მიყვარდა, ახლაც მიყვარს
მისი ეზო და კარი.

თვალწინ მიდგია მარად
იქ ჩემს ბავშვობის დილა,
სადაც ოცნების ქარმა
მრავალჯერ გამაცილა.

ვნანობ, ის არე-მარე
რატომ დავტოვე მარტო!
დღეს გულის კითხვა ჩემი
ვის როგორ განვუმარტო.

მაშინ ოცნებას ჰქონდა
ფრთები უცნობი სოფლის,
ბედმა წყეულმა კერა
დამატოვინა მშობლის.

დღეს იმ მხარისკენ მრავალს
მიმავალ მგზავრებს ვხედავ
და სანუგეშოდ მხოლოდ
მშვიდობის სალამს ვბედავ.

ვემუდარები ყველას,
თხოვნა არ დამიძრახონ,
მივიდნენ, ჩემი ტკბილი
მოხუცი დედა ნახონ.

უთხრან, რომ ჩემზე წუხვით
ნუ გაუტყდება ძილი,
ნურას იდარდებს, რადგან
კვლავ ცოცხალი ჰყავს შვილი.

სულ მალე ინახულებს,
გულმკერდში ჩაეკვრება,
თვალს დაუკოცნის ტკბილად,
ვით მშობელს ეკადრება.

So, August 22 2010 » Georgisch